თბილისის მერია: ცოტნე დადიანის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩამოიშალა, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვისა და მერიის შესაბამისი სამსახურები – 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა დროებით შეიზღუდა
“ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რევაზ ურიდიასა და ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩებს შორის მდებარე მონაკვეთზე, სადაც დღეს საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩამოიშალა, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვისა და მერიის შესაბამისი სამსახურები”, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„ამჟამად, 12-მეტრიანი ავტობუსები დროებით გადართულია ალტერნატიულ მარშრუტებზე. კერძოდ: ავტობუსი N323, N317 და N370 იმოძრავებენ თორნიკე ერისთავის ქუჩის მიმართულებით, შემდეგ კი წერეთლის გამზირის გავლით, დაუკავშირდებიან სადგურის მოედანს. ავტობუსი N323 სადგურის მოედნიდან გააგრძელებს გადაადგილებას გიორგი ჩიტაიას ქუჩის მიმართულებით და იმოძრავებს დადგენილი სქემით, მათ შორის უკუმიმართულებითაც.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – წერია განცხადებაში.