“ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰქონდეს მდიდარი საფეხბურთო ისტორია და ამ ისტორიის შექმნაში ბატონ საშა ჩივაძეს განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი” – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელსა და მწვრთნელს, ალექსანდრე ჩივაძეს 70 წლის იუბილე მიულოცა.

“შეუძლებელია, ყოველ ჯერზე არ გაგაოცოს განსაკუთრებულმა საფეხბურთო ინტელექტმა, განსაკუთრებულმა ხელწერამ, დახვეწილმა თამაშის სტილმა, რომლითაც ბატონი ალექსანდრე ჩივაძე გამოირჩეოდა, როგორც ქართული ფეხბურთისა და თბილისის “დინამოს” ნამდვილი ლიდერი. ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰქონდეს მდიდარი საფეხბურთო ისტორია და ამ ისტორიის შექმნაში ბატონ საშა ჩივაძეს განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი. შესაბამისად, დღეს რომ ჩვენი ფეხბურთი არის წარმატების გზაზე, ამაშიც არის ბატონი საშას და მისი მეგობრების განსაკუთრებული წვლილი.

მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ ქართული ფეხბურთისა და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები