აფხაზეთიდან დროებით დევნილებს, სენაკში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სენაკში, ხობსა და აბაშაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას სენაკის სამედიცინო ცენტრ „დიომედში“ მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდა,“- ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 100-ზე მეტ ბენეფიციარს 10-მდე სხვადასხვა პროფილის, თბილისის წამყვანი კლინიკების, მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები უფასოდ ჩაუტარდა, ასევე ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცა.

ღონისძიებას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია, სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები და სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები