იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრად უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ლევან მიქაბერიძე აირჩიეს
მოსამართლეთა კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრად უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ლევან მიქაბერიძე აირჩიეს.
ამის შესახებ კონფერენციის შემდეგ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნულ პოზიციაზე კონფერენციამ მიქაბერიძე 290 ხმით აირჩია, წინააღმდეგი არცერთი ყოფილა.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი მოსამართლე წევრის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მოსამართლე ლევან ნადარაიამ საბჭო დატოვა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გახდა.