Fly Khiva-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაშკენტიდან პირველი მგზავრები ჩამოიყვანა

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში,  რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს ოპერირება დაიწყო უზბეკურმა ავიაკომპანიამ Fly Khiva, რომელი ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე ავიარეისებს კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს შეასრულებს,“- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „Boeing 757-300“ ტიპის საჰაერო ხომალდით  აღნიშნულმა ავიაკომპანიამ პირველი მგზავრები  უზბეკეთის დედაქალაქიდან თბილისში უკვე ჩამოიყვანა.

„Fly Khiva არის უზბეკური ავიაკომპანია, რომელმაც საჰაერო ოპერატორის სერტიფიკატი 2023 წელს მიიღო  და  თავდაპირველად დაიწყო სატვირთო რეისების შესრულება  Fly Khiva ევროპაში, ჩინეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.   2024 წლის დეკემბრიდან  Fly Khiva-მ დაიწყო სამგზავრო რეისების შესრულებაც და ამ ავიაკომპანიის ერთ-ერთი პირველი მიმართულება სწორედ საქართველოა. Fly Khiva ფლობს Boeing 767-300 ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდებსა   და ორ  Boeing 757-300  ტიპის  სამგზავრო თვითმფრინავს, რომლებიც აღჭურვილია ბიზნესს კლასის 22  და  ეკონომ კლასის 203  ადგილით.

ტავ ჯორჯიასთან მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგების შესაბამისად,   2025 წლის ივნისიდან Fly Khiva გეგმავს ასევე ოპერირების დაწყებას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. ტაშკენტი – ბათუმი – ტაშკენტის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.

2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტს 8 ახალი ავიაკომპანია ემატება, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს კი 2,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები