შეერთებული შტატები უკრაინაზე დახარჯულ თანხას უკან დაიბრუნებს – ტულსი გაბარდი

ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევით, შეერთებული შტატები უკრაინაზე დახარჯულ თანხას უკან დაიბრუნებს,- ამის შესახებ ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი აცხადებს.

როგორც “სიენენი” წერს, შეთანხმება კიევის მიერ აშშ-სთვის უკვე მიღებული დახმარების ანაზღაურებას არ ითვალისწინებს – ეს ტრამპის მთავარი დათმობაა.

შეთანხმება ითვალისწინებს, რომ უკრაინისთვის მომავალი ამერიკული სამხედრო დახმარება აშშ-ის ერთობლივი რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდში ჩადებული ინვესტიციის ნაწილად ჩაითვლება, რომელიც უკრაინის ბუნებრივი რესურსების დასაფინანსებლად იქნება გამოყენებული.

ეროვნული დაზვერვის დირექტორი განმარტავს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკელი ხალხის კუთვნილი თანხა უკრაინას მოახმარა და ეს დახმარება უნდა ანაზღაურდეს.

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ამერიკისგან კიევისთვის გაწეული დახმარება 350 მილიარდ დოლარს შეადგენს. ევროპული ქვეყნები უკრაინის დასახმარებლად საკუთარი გადამხდელების ფულს კი არ აგზავნიან, არამედ გაყინულ რუსულ აქტივებს იყენებენ გარანტიად, ან უკრაინას ეუბნებიან: „მოგცემთ ფულს და შემდეგ დაბრუნების გეგმას შევიმუშავებთ“. ჩვენ კი უბრალოდ მივეცით ფული. პრეზიდენტი ტრამპი შეშფოთდა იმით, რომ ამერიკელი ხალხი უკან ვერაფერს მიიღებდა. სწორედ ამ შეთანხმებით დაიბრუნებს ამერიკელი ხალხი იმ თანხას, რაც მთავრობამ სხვა ქვეყნის შეიარაღებასა ან ინფრასტრუქტურის აღდგენაში დახარჯა“, – აღნიშნა გაბარდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები