სოზარ სუბარი ნავთლუღის სპეცოპერაციაზე: უკანონოდ დაპატიმრებული სამი ახალგაზრდა დააწვინეს ქუჩაში და დახვრიტეს
„აბსოლუტურად უკანონოდ დაპატიმრებული სამი ახალგაზრდა დააწვინეს ქუჩაში და დახვრიტეს,“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთი ქმედებები ემსახურებოდა საზოგადოებაში შიშის დანერგვას.
„მურადი გორგოძეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დათა ახალაიამ ავტომატიდან მიუშვა ტყვია, საკონტროლო გასროლა. ეს იყო სააკაშვილის მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის აღსრულება, რომ შიში უნდა ჰქონოდათ ადამიანებს. ადამიანებზე, რომლებზეც არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ ოდესმე რაიმე დანაშაულში მონაწილეობა მიუღიათ“, – აღნიშნა სუბარმა.
ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეს განიხილავს.