ზელენსკიმ ახალი სანქციები დაამტკიცა – სანქცირებულთა შორისაა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს სანქცირებულ პირთა სიის გაფართოების შესახებ, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.
სულ შეზღუდვები დაწესდა 76 პირსა და 81 კომპანიას, მათ შორის შავ სიაში შეიყვანეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი.
ზელენსკის განკარგულების თანახმად, არესტოვიჩს უნდა ჩამოერთვას ყველა სახელმწიფო ჯილდო, დაებლოკოს აქტივები, შეწყდეს მასთან სავაჭრო ოპერაციები. მას აგრეთვე უკრაინის ტერიტორიაზე გადაადგილება ეკრძალება.
ცნობისთვის, აპრილის შუა რიცხვებში არესტოვიჩმა უკრაინის ხელისუფლება ჟურნალისტებისა და ბიზნესმენების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო გააკრიტიკა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ სანქციები, სავარაუდოდ, პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორების ინსტრუმენტად იქცა.