აშშ-ის კონგრესში უკრაინასთან წიაღისეულის შეთანხმებას „გამოძალვა“ უწოდეს

შეერთებული შტატებისა და უკრაინის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება გამოძალვაა და მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე დონალდ ტრამპს, ნამდვილ დაბრკოლებაზე ყურადღების გამახვილებისკენ მოვუწოდებ,- ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, დემოკრატმა გრეგორი მიქსმა განაცხადა.

„დონალდ ტრამპის მიერ გამოძალვითი შეთანხმების ხელმოწერით, მაშინ როდესაც უკრაინა აგრძელებს რუსეთის უკანონო აგრესიისგან თავდაცვას, იმედი მაქვს, რომ ადმინისტრაცია ახლა შეძლებს ყურადღება გაამახვილოს მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე ნამდვილ დაბრკოლებაზე: ვლადიმირ პუტინზე. ახლა დროა ტრამპმა მოახდინოს ზეწოლა პუტინზე იქ, სადაც ეს საჭიროა“, – განაცხადა მიქსმა.

შეგახსენებთ, აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს წიაღისეულის შეთანხმებას და საინვესტიციო ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები