ნათია თურნავა: ველოდებით, რომ ჩინურ ბანკებთან უფრო გაძლიერდება ჩვენი თანამშრომლობა

,,საქართველო თავის როლს აძლიერებს და ჩვენი აქტუალობა საფინანსო სექტორის მიმართულებითაც იზრდება”, – აღნიშნულის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას ისაუბრა.

მისი თქმით, მოლოდინია, რომ ჩინურ ბანკებთან ჩვენი თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება.

„მე ვახსენე ჩვენი დერეფნისა და საქართველოს აქტუალობა, როგორც დამაკავშირებელი ხიდის შუა დერეფანში. ანუ ევრაზიული დერეფანი დავარქვათ თუ გნებავთ, მაგრამ შუა დერეფანი შემოვიდა უკვე ეს ტერმინი, რომელიც ბევრ ქვეყანას აერთიანებს ერთი ნიშნით, ეს არის რეგიონალური ვაჭრობა, რეგიონალური ეკონომიკური ურთიერთობები, რეგიონალური ინფრასტრუქტურული პროექტები და ურთიერთობა. ამ რეგიონალურ პროექტებს ვაჭრობას, თანამშრომლობას ცხადია მოჰყვება ფინანსების სფეროში თანამშრომლობა. ბანკები ერთმანეთთან აკეთებენ გადარიცხვებს, კომპანიები ერთმანეთთან აკეთებენ ანგარიშსწორებას და ყოველთვის ასეთი შეხვედრების დროს ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, თუ როგორ დავაახლოოთ ჩვენი საფინანსო სისტემები უფრო მეტად. იმიტომ, რომ ჩვენ გავხდით უკვე გლობალური ბიზნესისთვის. ჩვენ უკვე გვყავს ახალი ციფრული ბანკები, რომელიც არის ზოგი სინგაპურული ბანკი, ზოგი სხვა იურისდიქციიდან და ნუ პრაქტიკულად ამ კუთხით საინტერესონი ვართ. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან დეტალური პრეზენტაცია ჩვენი საფინანსო სექტორის, რამდენად მიმზიდველია ჩვენი საინვესტიციო გარემო და ველოდებით, რომ იგივე ჩინურ ბანკებთანაც უფრო გაძლიერდება ჩვენი თანამშრომლობა დაწყებული საკორესპონდენტო ურთიერთობით ჩვენ ბანკებს შორის დამთავრებული კონკრეტულად ინვესტიციებით. ჩვენ დღეს მხოლოდ ერთი ჩინური ბანკი გვყავს ბაზარზე ეს არის ბაზის ბანკი. არაჩვეულებრივი, კარგი ძლიერი ბანკი არის, მაგრამ გაგვიხარდება თუ მეტად იქნება წარმოდგენილი. არამხოლოდ ჩინური ბანკები, მე ვახსენე სინგაპურული ბანკი, ასევე ჩვენ თურქეთთან გვაქვს ძალიან აქტიური ურთიერთობა და ცხადია ევროპასთან იმიტომ, რომ ევროპული საფინანსო ფინანსური ინვესტორები ჩვენთან წარმოდგენილები არიან კიდევაც და უფრო მეტად გვინდა გავაძლიეროთ. რამდენიმე თვის წინ იაპონური ფონდი შემოვიდა კრედო ბანკში და ეს არის აზიური ინვესტიცია, ასევე ამ შუა დერეფანს ეხება. საქართველო ამ კუთხითაც თავის როლს აძლიერებს და ჩვენი აქტუალობა ამ თვალსაზრისით იზრდება იქნება ეს საფინანსო სექტორი თუ საგადასახადო სისტემა. გადახდა ჩვენს შორის უნდა გაძლიერდეს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები