გიორგი მარგველაშვილი და ირინე იმერლიშვილი ოსიაურის საწვრთნელ ბაზაში იმყოფებოდნენ

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ოსიაურის საწვრთნელ ბაზას ესტუმრა.
ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმაკურსანტებს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და ახალწვეულების საცხოვრებელ და საწვრთნელ პირობებს ადგილზე გაეცნო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სტუმრებს საწვრთნელი ბაზა პირადად დაათვალიერებინა და კურსის უშუალო ხელმძღვანელებთან ერთად სასწავლო პროგრამა გააცნო.
პრეზიდენტმა საწვრთნელი ცენტრის სამლოცველოს სვეტიცხოვლის ჭედური ხატი უსახსოვრა, ხოლო თითოეულ კურსანტს სასაჩუქრე “ვეფხისტყაოსანი” გადასცა.
ოსიაურის საწვრთნელ ბაზაზე საშემოდგომო გაწვევის წვევამდელები პირველად მომზადებას გადიან. ამ დროისათვის, ბაზაზე 469 ახალწვეული იმყოფება, რომლებიც 21-დღიანი სწავლების შემდეგ აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიული დეპარტამენტების სხვადასხვა ბრიგადებში გადანაწილდებიან და სამხედრო სავალდებულო წესით, შეიარაღებულ ძალებში 12 თვის განმავლობაში იმსახურებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები