თბილისში ჩამოსული მილიარდერი ფარმაცევტულ სფეროში ინვესტიციის ჩადებას აპირებს

ისრაელში მცხოვრები მილიარდერი ალექსანდრე მაშკევიჩი თბილისში იმყოფება და ფარმაცევტულ სფეროში ინვესტიციის ჩადებას აპირებს. მაშკევიჩმა გვიან საღამოს არაოფიციალური შეხვედრა გამართა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან და ვიცე-პრემიერ, ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი.
რესტორან “ფაეტონში” გამართული არაფორმალური შეხვედრის შემდეგ მაშკევიჩს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები