მედია: ისრაელის „შინ ბეთის“ ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი შინ ბეთის უფროსზე, რონენ ბარზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რონენ ბარი თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი „შინ ბეთის“ უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.
რონენ ბარის განცხადებით, ის პირად პასუხისმგებლობას იღებს, რადგან 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმა თავიდან ვერ აიცილა და მიმდინარე წლის 15 ივნისს დაკავებულ პოსტს დატოვებს.
„შინ ბეთის“ დაღუპული პერსონალის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ბარმა თქვა, რომ „მრავალ ფრონტზე წლების განმავლობაში [ოპერირების] შემდეგ, სააგენტომ იმ დღეს „ვერ შეძლო ადრეული გაფრთხილების მიწოდება“. „ყველა სისტემა დაიშალა“.
„ამ განსაკუთრებულ საღამოს, რომელიც სიმბოლურად ხსოვნას, სიმამაცეს და თავგანწირვას ეძღვნება, მე გადავწყვიტე გამომეცხადებინა ამ პასუხისმგებლობის აღებაზე და „შინ ბეთის“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჩემი უფლებამოსილების დასრულების შესახებ“, – განაცხადა ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა.
აღსანიშნავია, რომ ბარის გადადგომას წინ უძღოდა მისი კრიტიკა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ მისი გადადგომის მოთხოვნა. ამასთან, რონენ ბარის გათავისუფლების საქმეს ისრაელის უზენაესი სასამართლო განიხილავს.