თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
შეზღუდვა შეეხებათ: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე სოფელ დიღმის 34 აბონენტს.
10:00 საათიდან 14:00 საათამდე: ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის და გოძიაშვილის ქუჩების 1032 აბონენტს.
ასევე, ნუცუბიძის და გამრეკელის ქუჩების 110 აბონენტს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბესაძის, კუფტინის, გრიგოლ ხანძთელის, ბერიძის, საიათნოვას და ანტონ კათოლიკოსის ქუჩების 339 აბონენტს.
ნაძალადევის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაქარაიას ქუჩის 61 აბონენტს.
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუმისის, თოიძის, ანთელავას, გორკის, ნათიშვილის, ბუხაიძის და ჯავახიშვილის ქუჩების 775 აბონენტს.
ისნის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის 524 აბონენტს.
გლდანის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის 511 აბონენტს.
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის, კავსაძის და აბაშიძის ქუჩების 206 აბონენტს.
მთაწმინდის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის, 8 მარტის, ძმები ზუბალაშვილების, მთაწმინდის, ბესიკის, მესხის, ლაღიძის, ყიფიანის, გოგებაშვილის, ბარნოვის, შანიძის, ჯანაშიას, ხორავას, თარხნიშვილის, გურგულიას, მელიქიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის და ხოშტარიას ქუჩების 10479 აბონენტს.
სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების II, V კვარტლების, ვარკეთილის მასივის IX კვარტლის და საქსოფმანქანის დასახლების 951 აბონენტს.
დიდუბის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის და კედიას ქუჩის 445 აბონენტს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები