“ადამიანის სულიერ ცხოვრებაში მთავარია მისი გულის მდგომარეობა, გული არის ჩვენი უკვდავი სულის ცენტრი; მთავარი არის, რა ხდება ჩვენს გულში” – მეუფე შიო

“ადამიანის სულიერ ცხოვრებაში მთავარია მისი გულის მდგომარეობა, გული არის ჩვენი უკვდავი სულის ცენტრი და მას ჩვენ გულს ვუწოდებთ. მთავარი არის, რა ხდება ჩვენს გულში”, – ამის შესახებ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ ქადაგებისას ისაუბრა.

“გულს შეუძლია მადლის მიღება და უხილავის დანახვა. ამიტომ, უფალი ისეო ქრისტე ამ სიტყვებით, რომ “ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ, მაგრამ მაინც მირწმუნეს”, გვეუბნება, რომ არსებობს შემეცნებისა და ცოდნის უფრო მაღალი დონე, ვიდრე ჩვენი გრძნობითი ორგანოების მეშვეობით მიღებული ცოდნა”, – აღნიშნა მეუფე შიომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები