ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი გაიმართება
3 მაისს, 20:00 საათზე, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ეროვნული სასახლის გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის ერთობლივი კონცერტი – არიელ ცუკერმანის დირიჟორობით.
ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ინფორმაციით, შესრულდება:
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის – საფორტეპიანო კონცერტი N9, მი ბემოლ მაჟორი, K 271;
გუსტავ მალერის სიმფონია N1, „ტიტანი“.
პირველ განყოფილებაში მსმენელის წინაშე წარდგება ახალგაზრდა შემსრულებელი, კომპოზიტორი და პიანისტი – ცოტნე ზედგინიძე, რომელიც მოცარტის მეცხრე საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს.