რუსთავში ქორეოგრაფიულ კონკურს-ფესტივალ „ქართულის“ საფესტივალო სივრცე გაიხსნა

რუსთავის ცენტრალურ პარკში ქორეოგრაფიულ კონკურს-ფესტივალ „ქართულის“ საფესტივალო სივრცე გაიხსნა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საფესტივალო სივრცეში წარმოდგენილია ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, კალიგრაფიის, კერამიკისა და ხალიჩის ქსოვის მასტერკლასები.
გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი, საქართველოს პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი გაეცნენ.
მინისტრმა ნინო ლაცაბიძესთან ერთად პარკში არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ფესტივალი „ქართული“ 5 მაისამდე გაიმართება და მასში საქართველოს ყველა რეგიონიდან 26 ფოლკლორული ანსამბლი და 3000-მდე მოცეკვავე მიიღებს მონაწილეობას.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ქართული ეროვნული ელემენტებით შექმნილი სამოსის შოურუმი, ჩატარდება კალიგრაფიის, კერამიკაზე მუშაობის, ხალიჩის ქსოვის მასტერკლასები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები