მაკა ბოჭორიშვილი: დღეს ჩვენ დავესწარით დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიოს ლიდერებთან ერთად და იმ ადამიანებთან ერთად, ვინც კათოლიკურ ეკლესიას გულშემატკივრობს
„კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ პაპის ხსოვნას და მადლიერი ვართ იმ თანამშრომლობისთვის, რაც ვატიკანს ჰქონდა საქართველოსთან მისი მმართველობის პერიოდში,“ – ამის შესახებ ვატიკანში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, დაკრძალვის ცერემონია საკმაოდ ემოციური იყო.
„დღეს ჩვენ დავესწარით დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიოს ლიდერებთან ერთად და იმ ადამიანებთან ერთად, ვინც კათოლიკურ ეკლესიას გულშემატკივრობს. ზოგადად, პატივს მიაგებს პაპ ფრანცისკეს ხსოვნას.
ეს საკმაოდ ემოციური ცერემონია გახლდათ. მსოფლიოს ლიდერებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა ამ ცერემონიას. ჩვენ კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ პაპის ხსოვნას და მადლიერი ვართ იმ თანამშრომლობისთვის, რაც ვატიკანს ჰქონდა საქართველოსთან მისი მმართველობის პერიოდში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, პაპი ფრანცისკე უკანასკნელ გზაზე ათი ათასობით ადამიანმა გააცილა. ანდერძის თანახმად, რომის პაპი, ვატიკანს გარეთ, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს.