უკრაინის საკითხზე ლონდონში გამართულ შეხვედრაზე წარდგენილი გეგმა ცნობილია

ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ უკრაინაში ომის დასასრულებლად ლონდონში გამართულ შეხვედრაზე წარდგენილი,  ახალი ხუთპუნქტიანი გეგმის დეტალებს ასაჯაროებს.

გეგმის საკვანძო საკითხს ყირიმის ნახევარკუნძული წარმოადგენს. უკრაინა იმედოვნებს, რომ აშშ რუსეთს ყირიმსა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუვერენიტეტის მოპოვების საშუალება არ მისცეს.

„ტელეგრაფის“ ცნობით, გეგმის პირველი და მეორე პუნქტი ფოკუსირებულია იმაზე, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება დაფუძნებული იყოს საერთაშორისო სამართალზე კაპიტულაციას არ უნდა ეყრდნობოდეს.

ისინი ასევე ხაზს უსვამენ მკაფიო „უსაფრთხოების გარანტიების“ მნიშვნელობას, როგორც ნებისმიერი პერსპექტიული სამშვიდობო შეთანხმების ფასს, რომელიც უკრაინის ტერიტორიის დათმობას რუსეთისთვის ითვალისწინებს.

როგორც „გამოცემა“ წერს, მესამე პუნქტი არის ტრამპის მოლაპარაკებებზე კონტროლის აღკვეთის მცდელობა და უკრაინის სამშვიდობო პროცესის ცენტრში დაყენება.

მეოთხე პუნქტი ემსახურება როგორც აშშ-ის, ასევე ნატო-ს გაფრთხილებას, რომ რუსეთის მიერ ყირიმზე კონტროლის დაშვება საშუალებას აძლევს მას, დაემუქროს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ შავი ზღვის მოკავშირეებს – თურქეთს, რუმინეთს და ბულგარეთს.

ბოლო, მეხუთე პუნქტი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება უკრაინას, შეიარაღებული ძალების რიცხოვნობასა და სამხედრო-სამრეწველო ბაზაზე კონტროლი დაუწესოს.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ლონდონში უკრაინის საკითხზე გამართული შეხვედრის დროს, აშშ-მა წარმოადგინა მისი სტრატეგია მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ზელენსკი აღნიშნა, ამერიკული წინადადების შემდეგ, „გაჩნდა ახალი დოკუმენტი“, რომელიც ლონდონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ შემუშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები