თურქეთში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქუთაჰიაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა,- ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

პირველი 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა 8,8 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. ცოტა ხანში მეორე მიწისძვრის ეპიცენტრი, მიწის ქვეშ 12.1 კილომეტრის სიღრმეზე იყო და ბიძგებმა 4,6 მაგნიტუდა შეადგინა.

მსხვერპლის, დაშავებულების და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

გეოფიზიკოსმა, ალი ილკერ ბულუთმა თქვა, რომ ეს მიწისძვრები, შესაძლოა, სტამბოლის მიწისძვრასთან იყოს დაკავშირებული.

როგორც ცნობილია, ქუთაჰიას რაიონ სიმავსა და მიმდებარე სოფლებში სწავლა 1 დღით შეჩერდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები