“ამერიკული რისხვა მხოლოდ პუტინისკენ უნდა იყოს მიმართული” – მაკრონი

ამერიკული რისხვა უნდა იყოს მიმართული მხოლოდ ერთ ადამიანზე: პრეზიდენტ პუტინზე, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში ერთადერთი აგრესორი რუსეთია.

“ჩვენ მომხრე ვართ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემით. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის უფლების დაცვას, იცხოვრონ მშვიდობიანად მათ ტერიტორიაზე და მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები