კიევზე რუსეთის მასიური თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აპრილი უკრაინის დედაქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ინფორმაცია ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ გაასაჯაროვა და დასძინა, რომ ყველა მუნიციპალურ შენობაზე დროშები დაშვებული იქნება და ნებისმიერი გასართობი ღონისძიება აიკრძალება.
ამასთან, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრს, რუსტემ უმეროვს დაავალა, უკრაინის თხოვნასთან დაკავშირებით, საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ, პარტნიორებს დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს.
შეგახსენებთ, დღეს, გვიან ღამით, რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, რასაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 70-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.