“ეუთო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი ჩვეულებრივი ამბავია და ეს აღიარებასაც ნიშნავს, ჩვენთვის ნორმალური პროცესია, ზოგისთვის ისტერიკის საფუძველი” – ვოლსკი
“ადამიანის ასე დამცირება, რომელიც ქვეყნების გაერთიანებას წარმოადგენს, წარმოუდგენელია. ეუთო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი ჩვეულებრივი ამბავია და ეს ვიზიტი აღიარებასაც ნიშნავს, ჩვენთვის ნორმალური პროცესია”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„მსოფლიოში პროცესები მიმდინარეობს და მასში, მათ შორის საქართველოც მონაწილეობს – პრობლემებით, გამოწვევებით, გარე გამოწვევებით, რაც სამწუხაროა, შიდა გამოწვევით, ასეთი უნამუსო და უსინდისო დამოკიდებულებით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პროცესია, რომლის შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც ეუთო-მ, ასევე ოდირმა საქართველოს არჩევნები აღიარა. რასაკვირველია, გენმდივნის ჩამოსვლა, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროების აშშ-ში ვიზიტი ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია, რომელიც დამოუკიდებელ ქვეყანას ახასიათებს, თავისი პრობლემებით, თავისი მიღწევებით და იმ ვითარებით, რომელიც ზოგადად, მსოფლიოშია შექმნილი. ამაზე აჟიოტაჟის ატეხა გარკვეულწილად მართლაც ისტერიის მაჩვენებელია, რომელიც ე.წ. ოპოზიციურ სპექტრს დაეუფლა“, – განაცხადა ვოლსკიმ.