რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ავტობუსი დაბომბეს – დაიღუპა 9 ადამიანი(ფოტო+18)

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ქალაქი მარგანეცი დაბომბა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი ლისაკი ავრცელებს.

“აგრესორმა ავტობუსს, რომელშიც კომპანიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თვითმკვლელი დრონი დაარტყა. სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახებს და მეგობრებს.”,- აღნიშნავს ლისაკი.

მისივე ცნობით, დაშავებულია 30 ადამიანი.

ლისაკის ინფორმაციით, რუსებმა სინელნიკოვსკს შეუტიეს, რის შედეგადაც სასოფლო-სამეურნეო საწარმო დაიწვა და 2 ადამიანი დაშავდა.

თავდასხმა განხორციელდა ნიკოპოლსზე, თუმცა, არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები