ლევან იზორია: გიორხელიძის გატაცებაში ბრალდებულებმა შსს რეორგანიზაციის შედეგად დატოვეს

იოსებ გიორხელიძის გატაცების ფაქტზე დაკავებულმა ბრალდებულებმა, რომლებიც ყოფილი კუდის და სოდის თანამშრომლები იყვნენ, შს სამინისტრო რეორგანიზაციის შედეგად დატოვეს, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„ორი წლის წინ, როდესაც შს სამინისტროში ახალი ხელისუფლება ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მოვიდა, პირველი ამოცანა იყო, რომ პოლიტიზირებული სისტემა უნდა გადაგვექცია სამართალდამცავ სისტემად, რომელიც იქნებოდა საზოგადოების სამსახურში. ყველაზე პოლიტიზირებული და სისტემის ღერძი, რომელიც კანონს კი არ იცავდა, არამედ უმეტეს შემთხვევაში კანონს არღვევდა, ეს იყო სწორედ კუდი და სოდი. სწორედ მაშინ რეორგანიზაცია განხორციელდა, ამ რეორგანიზაციის შედეგად მოხდა აღნიშნული პირების სამსახურიდან დათხოვნა“,  – აღნიშნა ლევან იზორიამ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდის) თანამშრომელი დურმიშხან ღვარჩლიანი და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) თანამშრომლები ჯემალ შონია, ალექსანდრე ჭანტურია და გიორგი ქალდანი ანგარებით ადამიანის ხელში ჩაგდბის ფაქტზე დააკავა. როგორც გამოძიების თანახმად ირკვევა, ბრალდებულებმა დაგეგმეს და როინ გიორხელიძის შვილი იოსებ გიორხელიძე გაიტაცეს. გამტაცებლები დაუკავშირდნენ როინ გიორხელიძეს და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 300 000 დოლარი მოსთხოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები