შს სამინისტრო: ზაურ შვანგირაძე და ლევან ბუღაშვილი გალის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს

ხონის რაიონის სოფელ საწულუკიძეოს მკვიდრნი ზაურ შვანგირაძე და ლევან ბუღაშვილი რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული გალის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ევროკავშირის მონიტორინგის მისიას მიეწოდა, რომელმაც თავის მხრივ, ცხელი ხაზის მექანიზმის მეშვეობით, შვანგირაძისა და ბუღაშვილის დაკავების ფაქტი დაადასტურა. შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე დაკავებულები ოკუპირებულ სოხუმის დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილები.
ხონის რაიონის სოფელ საწულუკიძეოდან აფხაზეთში სამუშაოდ გადასული ორი ახალგაზრდა აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ლევან ბუღაშვილი და ზაურ შვანგირაძე აფხაზეთში თხილის საკრეფად იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები