გიორგი კახიანი „გრანტების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე: ეს მოაწესრიგებს იმას, რომ იმ გრანტებს, რომლითაც არეულობა და დესტაბილიზაცია ფინანსდებოდა ქვეყანაში, გარკვეული მონიტორინგი გაუკეთდება
,,ეს მოაწესრიგებს იმას, რომ იმ გრანტებს, რომლითაც არეულობა და დესტაბილიზაცია ფინანსდებოდა ქვეყანაში, გარკვეული მონიტორინგი გაუკეთდება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა „გრანტების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
„აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია პირდაპირ ამბობდა, რომ USAID -დან, თუ NED-დან გრანტების სახით სხვადასხვა სახელმწიფოში შესული თანხებით ფინანსდებოდა არეულობები და დესტაბილიზაცია. ცხადია ეს [ცვლილებები] მოაწესრიგებს იმას, რომ იმ გრანტებს, რომლითაც არეულობა და დესტაბილიზაცია ფინანსდებოდა ქვეყანაში, გარკვეული მონიტორინგი გაუკეთდება“, – აღნიშნა კახიანმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.