ისრაელის თავდაცვის მინისტრი – ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება არ შევა
ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ქვეყანა ამ ეტაპზე ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების განახლებას არ აპირებს.
მისივე თქმით, ღაზაში დახმარების შეზღუდვა არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც “ჰამასზე” ზეწოლისთვის გამოიყენება.
“ისრაელის პოლიტიკა მკაფიოა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება არ შევა. სამომავლოდ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის მიზნით, სამოქალაქო მექანიზმი უნდა შეიქმნას, რომელზე წვდომაც “ჰამასს” არ ექნება”,- აცხადებს კაცი.