რატი იონათამიშვილი: ვიზალიბერალიზაცია ეს არის ის საკითხი, რომელიც ხალხს და ქვეყნებს უნდა აახლოებდეს და არავის აქვს უფლება, რომ მას შანტაჟის ბერკეტად იყენებდეს

„ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპელი ბიუროკრატები სულ უფრო მეტად ემსგავსებიან საბჭოთა და რუს ბიუროკრატებს. ასე თუ გააგრძელეს მათ შორის სხვაობის დანახვა ძალიან რთული იქნება,“ – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებაზე საუბრისას განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების პრინციპი არ იცვლება და ვერ შეიცვლება აქ კრიტერიუმების გაზრდაზეა საუბარი, ვიზალიბერალიზაცია ეს არის ის საკითხი, რომელიც ხალხს და ქვეყნებს უნდა აახლოვებდეს და არავის აქვს უფლება, რომ მას შანტაჟის ბერკეტად იყენებდეს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირი სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებაზე მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები