“სააკაშვილი ცდილობს, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სახე შეიცვალოს და თითქოს გაკეთილშობილდეს, თუმცა, როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე არ გამოსწორდება „ნაცი“ – გორდულაძე
“სააკაშვილი ცდილობს, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სახე შეიცვალოს და თითქოს გაკეთილშობილდეს, თუმცა, როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე არ გამოსწორდება „ნაცი“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, „დიფ სთეითი“ გლობალურად გარდაქმნის გზაზე დგას, “უნდა, რომ სახე იცვალოს”.
“ანალოგიურად, როგორც მათი პატრონები სახეს იცვლიან, მიხეილ სააკაშვილიც ცდილობს, რომ კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სახე შეიცვალოს და თითქოს გაკეთილშობილდეს. თუმცა როგორ შეიძლება, სისხლიანი რეჟიმის შემქმნელი ძალა, „ნაცმოძრაობა“ რამენაირად გაკეთილშობილდეს, ეს წარმოუდგენელია. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ამ ადამიანებს ზნის და ნირის შეცვლა არ შეუძლიათ. როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე არ გამოსწორდება „ნაცი“. „ნაცი“ ყოველთვის შეეცდება, რომ ქვეყანაში მწამებელი რეჟიმი დააბრუნოს. ამიტომაც მარცხდებიან არჩევნებში. მომავალში მათი ბედი ისეთივე ხელმოცარული იქნება, როგორც აქამდე იყო“, – განაცხადა გორდულაძემ.