რუსეთი ხერსონზე მასიურ თავდასხმას იწყებს – ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ცეცხლი გაუხსნეს
დღეს დილას, რუსეთის არმიამ ხერსონის მასიური დაბომბვა დაიწყო. მედიის ცნობით, ხერსონის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რომან მროჩკოს ცეცხლი გაუხსნეს.
რუსულმა ძალებმა დაარტყეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, ჩამოაგდეს ოთხი მართვადი საჰაერო ბომბი. შეტევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
აღსანიშნავია, რომ ხერსონი იყო ერთადერთი რეგიონალური ქალაქი, რომელიც რუსულმა ძალებმა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში დაიპყრეს. უკრაინელმა ჯარისკაცებმა 2022 წლის შემოდგომაზე, კონტრშეტევის დროს, ქალაქი გაათავისუფლეს.