დავით მათიკაშვილი: ჯერ კიდევ აქტუალურია საქართველოს საკითხი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე და ის ვიზალიბერალიზაცია, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა არის ჩვენი ხალხის მონაპოვარი

“ვიზალიბერალიზაცია არის ჩვენ ხალხის მონაპოვარი, მიუხედავად იმისა, რომ აქ კონკრეტული მოცემულობა არ ეპიტნავებათ ევროკავშირის ბიუროკრატებს,” – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ევროკავშირის მხრიდან  ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ქართველ ხალხს ევროკავშირის ბიუროკრატებმა პრობლემა არ შეუქმნან.

“ქართული საზოგადოება მიეჩვია ყოვლად უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდებებსა და ზეწოლას ევროკავშირის კონკრეტული ბიუროკრატებისგან. Deep state საკუთარი მიზნებით არ ანელებს თავისი სურვილების ასრულების მცდელობას. ჯერ კიდევ აქტუალურია საქართველოს საკითხი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე და ის ვიზალიბერალიზაცია, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა არის ჩვენ ხალხის მონაპოვარი, მიუხედავად იმისა, რომ აქ კონკრეტული მოცემულობა არ ეპიტნავებათ ევროკავშირის ბიუროკრატებს, ისინი ვალდებულნი იქნებიან ქართველ ხალხს არ შეუქმნან პრობლემა, რომლის სურვილიც ძალიან დიდად ამოძრავებს Deep state-ს,” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, “რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი წლის ბოლოს ეცდება უფრო იოლი გახადოს უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად ამ პრივილეგიით სარგებლობენ, მათ შორის არიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები