“გახარია პარლამენტში ისედაც არის – სხვა რადიკალებმა ჩახსნეს სიები, მას ეს არ გაუკეთებია, ამიტომ განცხადებები, რომ პარლამენტს, მის ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთო, არის სიცრუე” – მათიკაშვილი

“გახარია პარლამენტში ისედაც არის, სიები არ ჩაუხსნია, ამიტომ განცხადებები, რომ პარლამენტს, მის ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთო, არის სიცრუე და ტყუილი – არ არის გამორიცხული, რომ ძალიან მალე ვიხილოთ ჩვენ უკვე შემოსულები, ანუ, რეალურად, საქმეში მყოფი გახარიას პარტიის წვერები”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

“გახარია, ამ თავის ოპოზიციურ რადიკალურ ჭრილში, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, დაველოდოთ და ეს იქნება ყველასთვის ცნობილი. აშკარად, აბსოლუტურად არ არის გამორიცხული, რომ ძალიან მალე ვიხილოთ ჩვენ უკვე შემოსულები, ანუ, რეალურად, საქმეში მყოფი გახარიას პარტიის წვერები, ისევე როგორც მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველობის არჩევნებში,” – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები