ირაკლი კირცხალია „ნაციონალურ მოძრაობაზე“:  ვიდრე კონკრეტული დავალება მოუვათ, მანამდე რაღაც განცხადება უნდა აკეთონ

„ვიდრე კონკრეტული დავალება მოუვათ, მანამდე რაღაც განცხადება უნდა აკეთონ, შიდა ბატალიები, გადაძახილები-გადმოძახილები, კინკლაობა, აქციის დაანონსება, ეს მცდელობაა, რომ დღის წესრიგიდან არ გაქრნენ,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ  განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობას“ არანაირი რესურსი არ გააჩნია, განსაკუთრებით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რადგან მათივე ამომრჩევლის უმრავლესობამ მათი ერთიანი სახე დაინახა.

„მათ თავიანთი თავის და თავიანთი პატრონების თვითლუსტრაცია მოახდინეს. პოლიტიკურ სცენაზე თავად გამოვიდნენ – რუსთაველის გამზირზე მათი განცხადებები გვახსოვს. დარწმუნებული ვარ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი მინიმუმ განახევრდება. მათი რეიტინგები ისტორიულ მინიმუმზეა დავარდნილი“, – განაცხადა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები