ტრამპის ადმინისტრაციამ ორბანის მთავრობის უფროსს სანქციები მოუხსნა

აშშ-მა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნა,- ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ტემი ბრიუსი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, სანქციები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინტერესებს არ შეესაბამება.

აღსანიშნავია, რომ სანქციები ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო დაწესებული, რომელიც ანტალ როგანს  სავარაუდო კორუფციისთვის ჰქონდა მინიჭებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები