ლაშა დარსალია: ცენტრალური დერეფანი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მთელი რიგი ჩვენი პარტნიორებისთვის და შესაბამისად, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ყოველთვის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მსჯელობისას

ცენტრალური დერეფანი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მთელი რიგი ჩვენი პარტნიორებისთვის და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ყოველთვის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მსჯელობისას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ბაქოში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა.

„30 წლის წინ, როდესაც ჩვენი თანამედროვე რესპუბლიკები იწყებდნენ თავიანთი დამოუკიდებლობის გზას, სწორედ ის ფუნქცია, რომელიც დღეს აქვს ჩვენს ორ ქვეყანას და მთლიანად ჩვენს რეგიონს, იყოს ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დღესაც კიდევ უფრო აქტუალურია. ცენტრალური დერეფანი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მთელი რიგი ჩვენი პარტნიორებისთვის და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ყოველთვის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მსჯელობისას“, – აღნიშნა დარსალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები