ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოში უჩივლეს

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ბოლო დროს გამოცხადებული სატარიფო პოლიტიკის გამო ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოში უჩივლეს,- ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სასამართლოში სარჩელი ლობისტურმა კომპანიამ 5 მცირე ბიზნესის სახელით შეიტანა.

მედიის ცნობით, იურიდიული ადვოკატების ჯგუფმა აშშ-ის საერთაშორისო სავაჭრო სასამართლოს სთხოვა, დაებლოკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოვლისმომცველი ტარიფები უცხოურ სავაჭრო პარტნიორებზე, იმის მტკიცებით, რომ პრეზიდენტმა უფლებამოსილებას გადააჭარბა.

“ეს არცერთ სხვა პრეზიდენტს არ გაუკეთებია და არც ამის უფლებამოსილება დაუჩემებია”. – წერია სარჩელში.

“არავის უნდა ჰქონდეს ძალაუფლება ისეთი ტარიფების დაწესებისა, რომლებსაც ამგვარი ფართომასშტაბიანი გლობალური ეკონომიკური შედეგები მოჰყვება. კონსტიტუცია ძალაუფლებას აძლევს არა პრეზიდენტს, არამედ კონგრესს”, – განაცხადა მომჩივანი ლობისტური კომპანია Liberty Justice Center-ის ერთ-ერთმა მრჩეველმა განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები