ტრამპმა ირანს მოუწოდა, დაივიწყოს ბირთვული იარაღის კონცეფცია

ირანმა ბირთვული იარაღის კონცეფცია უნდა დაივიწყოს, არ შეიძლება მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

“როდესაც ირანი ერთი ნაბიჯით უახლოვდება შეერთებულ შტატებთან ბირთვული შეთანხმების დასრულებას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა თეირანი ბირთვული იარაღის მოპოვების შესახებ და თქვა, რომ ის არ მოერიდება სამხედრო მოქმედებებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნის ატომურ ობიექტებზე, თუ ის თავის საქმიანობას შეწყვეტს”,- აცხადებს ოფიციალური ვაშინგტონი.

მედიის ცნობით, ამერიკელმა ლიდერმა ასევე დაადანაშაულა ირანი ბირთვული შეთანხმების განზრახ გაჭიანურებაში და განაცხადა, რომ თეირანი “საკმაოდ ახლოსაა” ბირთვული იარაღის შექმნასთან.

“ირანს უნდა მოშორდეს ბირთვული იარაღის კონცეფცია. მათ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის არსებობა. მოლაპარაკებები სწრაფად უნდა წარიმართოს, რადგან ირანი ბირთვულ იარაღთან ძალიან ახლოს არის. თუ რაიმე მკაცრის გაკეთება მოგვიწევს, ჩვენ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმას განვიხილავთ”, – დასძინა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები