გურამ მაჭარაშვილი: დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე, მორიგ ჯერზე დადასტურდება „ნაცმოძრაობის“, როგორც დამნაშავე რეჟიმის არსებობა

,,საზოგადოება მორიგ ჯერზე იხილავს მტკიცებულებებს, ახსნა-განმარტებებს, რითაც მორიგ ჯერზე დადასტურდება ,,ნაცმოძრაობის”, როგორც დამნაშავე რეჟიმის არსებობა”, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კომისია მუშაობას აგრძელებს.

„ჩვენ ვაგრძელებთ რა თქმა უნდა მუშაობას. რაც შეეხება ბატონი ჯონდის [ბაღათურია] დაბარებას, მასთან კომუნიკაციის შედგა, მას აქვს გარკვეული მასალები და თავადაც მოჰყვება იმ ფაქტების შესახებ რასაც ადგილი ჰქონდა არაერთგზის სამწუხაროდ ნაცმოძრაობის ხელისუფლების ყოფნის დროს. საზოგადოება მორიგ ჯერზე იხილავს მტკიცებულებებს, ახსნა-განმარტებებს, რითაც მორიგ ჯერზე დადასტურდება ნაცმოძრაობის, როგორც დამნაშავე რეჟიმის არსებობა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება. კომისიის წევრების კითხვებს ჯონდი ბაღათურია უპასუხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები