უკრაინის დაზვერვა: რუსეთი ფრონტზე სისტემატურად იყენებს მომწამვლელ გაზს

რუსული ძალები სისტემატურად იყენებენ ქიმიურ საშუალებებს ბრძოლის ველზე – კონკრეტულად, მომწამვლელი გაზების შემცველ საბრძოლო მასალას, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო (HUR) ავრცელებს.

უკრაინის დაზვერვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრძოლის ველზე კრემლის ხელმძღვანელობის მიერ დასახული მიზნების მიღწევის შეუძლებლობის გამო, რუსი დამპყრობლები ფრონტზე ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას მიმართავენ და ეს პრაქტიკა სისტემატური გახდა.

„ამჟამად, კონტაქტის ხაზზე – განსაკუთრებით ზაპოროჟიეს ოლქში, შჩერბაკის დასახლებასთან – მზარდი შემთხვევებია, როდესაც მტერი იყენებს მომწამვლელ გაზს. ყველაზე ხშირად, ეს არის RG-Vo ყუმბარები, რომლებსაც რუსები უპილოტო თვითმფრინავებიდან უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციებზე ყრიან“, – ნათქვამია მოხსენებაში.

როგორც დაზვერვის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რუსი დამპყრობლების მიერ გამოყენებული გაზი გავლენას ახდენს ლორწოვან გარსსა და სასუნთქ სისტემაზე.

მათი თქმით, დამცავი აღჭურვილობის გარეშე დაბინძურებულ ზონაში ყოფნამ შეიძლება ფატალური შედეგები გამოიწვიოს. სამწუხაროდ, უკრაინელ დამცველებს შორის იყო მსხვერპლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები