“უკან მყარ ნიადაგზე” – ჯეფ ბეზოსის კოსმოსური ტურისტული რაკეტა დედამიწაზე წარმატებით დაეშვა
ჯეფ ბეზოსის რაკეტით Blue Origin, კოსმოსში მიღწევის შემდეგ, ექვსი ქალისგან შემდგარი ეკიპაჟი დედამიწაზე დაბრუნდა.
ეკიპაჟის წევრებს შორის იყვნენ პოპ ვარსკვლავი ქეითი პერი, ბეზოსის საცოლე ლორენ სანჩესი, სამოქალაქო უფლებადამცველი აქტივისტი ამანდა ნგუენი, კინოპროდიუსერი კერიან ფლინი და მეცნიერი აიშა ბოუი.
რაკეტამ, რომელიც ტეხასის შტატიდან გაუშვეს, კარმანის ხაზი გადაკვეთა და კოსმოსში გავიდა. 11 წუთის შემდეგ კი ტეხასში უსაფრთხოდ დაეშვა.
პოპ ვარსკვლავმა რაკეტაში ყოფნისას იმღერა ლუი არმსტრონგის “რა მშვენიერია სამყარო”, ხოლო დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ ამ მოგზაურობის შესახებ, შესაძლოა, სიმღერა ჩაწეროს.
შეგახსენებთ, Blue Origin არის ავტონომიური რაკეტა, რომელსაც პილოტი არ სჭირდება.