ISG – ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო – თანამედროვე გამოწვევები და გზა წარმატებისკენ

მრავალპროფილურ ტრენინგ ცენტრ ISG-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ტრადიციულად ცენტრში სასკოლო საგნების შესასწავლად მისულ სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სწავლის ფერხულში უცხო ენის შესწავლის სურვილის მქონე ზრდასრული ადამიანებიც ჩაერთნენ. თანამედროვე სამყარო ბევრ რთულ, თუმცა საჭირო მოთხოვნებს უყენებს თითოეულ ჩვენგანს. 21-ე საუკუნის მთავარი დაკვეთა განათლებული და პროფესიონალების თაობაა. თაობების ცოდნის ამაღლებაში თავისი წვლილი უშურველად შეაქვს ISG-ს. პედგოგები აქ მოსწავლეებს სკოლის პროგრამული მასალის გარდა ძალიან საინტერესო და კონკრეტული საგნის სიღრმისეულად დასაუფლებლად საჭირო ლიტერატურით ამარაგებენ. მასწავლებლები მოსწავლეთა მონდომებით კმაყოფილები არიან, თუმცა ხშირად საჯარო სკოლები მოსწავლეთა მოთხოვნებს ვერ პასუხობენ.10697398_853759111335601_9072329136420929639_o
როგორც ცენტრის გეოგრაფიის პედაგოგმა ლელა ულუმბელაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, ხშირად საჯარო სკოლიდან მისულ მოსწავლეებს რუკაც კი არ უნახავთ. „ჩვენს ცენტრში, ბუნებრივია, ვხელმძღვანელობთ საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამით, თუმცა გვაქვს გეოგრაფიის სხვა ლიტერატურაც, იქნება ეს პოლიტიკური თუ სოციალური. სამწუხაროდ, ხშირად მოდიან საჯარო სკოლიდან მოსწავლეები, რომელთაც გეოგრაფიის ღრმად შესწავლა სურთ, მაგრამ მანამდე რუკაც კი არ უნახავთ და არც არანაირი ბაზა. ჩვენთან გეოგრაფიის შესწავლა მე-7 კლასიდან არის შესაძლებელი“,- განაცხადა ლელა ელუმბელაშვილმა.
მრავალპროფილურ ტრენინგცენტრში მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, ნებისმიერ სასურველ საგანში მოემზადონ. მათ შორისაა: მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, უნარები, ქართული, ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია…. ბაზარზე ერთ-ერთი მოწინავე აღმოჩნდა ISG არამარტო როგორც ტრენინგცენტრი მოსწავლეებისთვის, არამედ როგორც უცხო ენათა ცენტრი. როგორც ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ეკატერინე მიქაუტაძე განმარტავს, ცენტრს საინტერესო შეთავაზებები არა მარტო ბავშვების, არამედ ზრდასრული ადამიანებისთვისაც აქვს. 10730923_853759094668936_5119801308550705563_n
როგორც „კვირასთან“ საუბრისას ეკატერინე მიქაუტაძემ განაცხადა, ცენტრში საკმაოდ კარგი ფასები და პატარა ჯგუფებია. მისი თქმით, თითო ჯგუფი 4-5 მოსწავლისგნ შედგება. „თითო ჯგუფში 4-5 მოსწავლეა გაერთიანებული. ბავშვებისთვის თითო საგნის სწავლების ღირებულება 60 ლარს, ხოლო აბიტურიენტებისთვის 80 ლარს შეადგენს. განსხვავებული ფასი აქვს ქართულ ენას, ქართული ენის შესწავლა 120 ლარი ჯდება, 100 ლარია უნარები და უცხო ენა. უცხო ენის გაკვეთილები კვირაში სამჯერ, სხვა საგნების გაკვეთილები კი კვირაში ორჯერ ტარდება“, – განაცხადა ეკატერინე მიქაუტაძემ. რაც შეეხება უცხო ენას, ცენტრი უცხო ენის შესწავლით დაინტერესებულ ადამიანებს საინტერესო შეთავაზებას უკეთებს. ISG -ს ენის ცენტრში მშობელს შეუძლია ბავშვი 5 წლის ასაკიდან მიიყვანოს და თავად მშობელიც ამავე ცენტრში შევიდეს. ცენტრში არსებობს ე.წ. საღამოს ჯგუფები, რომლებიც ზრდასრულ ადამიანებს საშუალებას აძლევს, თუნდაც სამსახურის შემდგომ ეწვივნენ ცენტრს და უცხო ენას ნებისმიერ საფეხურზე დაეუფლონ.
ცენტრში არა მხოლოდ სასაუბრო ენა ისწავლება, არამედ მიმდინარეობს მზადება სხვადასხვა უცხო ენის უმაღლესი სასერტიფიკატო გამოცდებისთვის. ცენტრში შეგიძლიათ ინგლისური, რუსული, ფრანგული და გერმანული ენები შეღავათიან ფასად ისწავლოთ.
„ ჩვენთან ნებისმიერი ასაკის ადამიანის მიღება შესაძლებელია. უცხო ენის ჯგუფები გვაქვს 5 წლის ასაკის ბავშვებისათვის. ნებისმიერი უცხო ენის სწავლების ფასი კი 120 ლარი, ბოლო საფეხურზე კი 130 ლარი იქნება. თუკი მოსწავლე ცენტრში რამდენიმე სხვადასხვა საგანში ერთდროულად ემზადება, მისთვის გარკვეული შეღავათი წესდება. 4 საგნის აღების შემთხვევაში გადასახადს საერთო ღირებულების 10% აკლდება. უცხო ენებში სულ 6 საფეხურია, თითო საფეხური მოიცავს 3 თვეს. მსმენელის მიღებისას ტარდება ტესტირება და გამოვლინდება, თუ რომელი დონის ჯგუფში უნდა ჩაირიცხოს მსმენელი. იმ ადამიანებისთვის, ვინც დასაქმებულია, არსებობს საღამოს ჯგუფები, შარშან ბოლო ჯგუფი საღამოს 9 საათზე იყო“,- განაცხადა ეკატერინე მიქაუტაძემ.1779703_853759098002269_9141525013539570764_n
სკოლის დამფუძნებლის განცხადებით, სკოლაში კარგი ინფრასტრუქტურა და მშვიდი გარემოა. მისივე თქმით, ცენტრში მომუშავე მაღალკვალიფიციური მასწავლებლები ერთგვარად მოსწავლეების წარმატების გარანტები არიან. ეკატერინე მიქაუტაძის განცხადებით, სკოლის მასწავლებელთა რიგებს უახლოეს დღეებში ამერიკელი პედაგოგიც შეუერთდება, რაც ინგლისური ენის შესწავლის მსურველებს ერთი ორად გაუიოლებს ენის შესწავლას. ISG -ში დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, ინგლისურთან ერთად ფრანგული ენის უმაღლესი სასერტიფიკატო გამოცდები ჩააბარონ. როგორც „კვირასთან“ საუბრისას ცენტრის ფრანგული ენის პედაგოგმა თინა ღარიბაშვილმა განმარტა, მსურველებს საუალება აქვთ, აქ ფრანგული ენის სასერტიფიკატო – დელფისა და დალფის გამოცდებისათვის მოემზადონ. აღნიშნული სერტიფიკატებით კი მსმენელები საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების უფლებას მოიპოვებენ.
„ჩვენ ვასწავლით დელფისა და დალფის პროგრამით, რაც საშუალებას მისცემს მსმენელს, შესაბამის დონეზე მისვლის შემდეგ მაღალი საფეხურის სერტიფიკატები მოიპოვონ. გარდა წიგნებისა, ჩვენ მსმენელებს მხატვრული ჟურნალებით და მოსასმენი მასალითაც ვამარაგებთ, რაც მათ სწავლას საგრძნობლად ვუიოლებთ“,- განაცხადა თინა ღარიბაშვილმა.

www.facebook.com

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები