ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-სთან მოლაპარაკებებზე კონსულტაციას მოსკოვში გაივლის

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი ამ კვირაში მოკავშირე რუსეთს, ირან-ამერიკის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დაწყებამდე, მოლაპარაკებებისთვის მოსამზადებლად ეწვევა,- ამის შესახებ “როიტერი” წერს.

“საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი მოსკოვში კვირის ბოლოს შედგება. ვიზიტი წინასწარ იყო დაგეგმილი, თუმცა მის ფარგლებში კონსულტაციები ომანში, აშშ-სთან გამართული მოლაპარაკებების თაობაზეც გაიმართება”,- განაცხადა ირანის საგარეო უწყების სპიკერმა, ისმაილ ბაღაემ.

როგორც მედია იუწყება, დასავლური ძალები თეირანს ბირთვული იარაღის ძიებაში ადანაშაულებენ, მაგრამ ირანი ამბობს, რომ მისი პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებისთვისაა.

შეგახსენებთ, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მეორე რაუნდს თეირანი და ვაშინგტონი შემდეგ კვირაში, 19 აპრილს გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები