კახა კალაძე: ვინც არეულობების მოწყობას დააპირებს, ყველა მაქსიმალური სიმკაცრით იქნება დასჯილი

ენერგეტიკის მინისტრი წყალტობოში, გიორხელიძის გატაცების ფაქტს ეხმაურება. კახა კალაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” არის სიცრუეზე და დემაგოგიაზე დაფუძნებული დესტრუქციული ძალა.
“ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციული ძალა, სიცრუეზე და დემაგოგიაზე დაფუძნებული პოლიტიკური დაჯგუფება. ვფიქრობ, დღეს საქართველოში „ნაცმოძრაობა “ერთადერთია, რომელსაც აწყობს, ქვეყანაში იყოს ქაოსი და არეულობა. ეს არც მათ და არც მათ მომხეებს არ გამოადგებათ. თუ დააპირებენ არეულობის მოწყობას, ყველა სათანადოდ, მაქსიმალური სიმკაცრით კანონის ფარგლებში დაისჯება”, – განაცხადა კალაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ყოფილი კუდი-ს და სოდ-ის თანამშრომლები ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე დააკავეს.
ამ საკითხის კომენტირებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს ადამიანები სოდ-იდან და კუდ-იდან ორი წლის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრობისას გაათავისუფლა.
“ოპერაციას, პირადად, შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა. დღეს დილით, 07:00 საათზე მინისტრმა დამირეკა და მითხრა, რომ დაკავებულები იყვნენ გამტაცებლები. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, ვის ხელში იყო საქართველო. ასეთი კრიმინალების, გამტაცებლების, მკვლელებისა და ყაჩაღების ხელში იყო მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო და ესენი მართავდნენ საქართველოს. გასარკვევია, ვინ დგას ამის უკან და სამინისტრო და მინისტრი ამის გასარკვევად მუშაობენ. ეს შემთხვევითი არ არის. მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამის უკან ორგანიზებული ძალა დგას. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერა, თუმცა ამას, რა თქმა უნდა, გამოძიება სჭირდება. ეს არის ის, რაზეც ალექსანდრე ჭიკაიძე საუბრობდა სულ რაღაც ერთი თვის წინ, რომ ეს არის ორგანიზებული ჯგუფი”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები