თურქეთი რუსეთსა და უკრაინასთან შავი ზღვის უსაფრთხოების შეხვედრებს გამართავს

თურქეთი, 15-16 აპრილს რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებთან, შავი ზღვის უსაფრთხოების შეხვედრას უმასპინძლებს, რის ფარგლებშიც მოსკოვისა და კიევის წარმომადგენლები მოლაპარაკებას გამართავენ,- ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

შეხვედრა ანკარაში ერთ თვეზე ნაკლებ დროში გაიმართება მას შემდეგ, რაც აშშ-მა 25 მარტს რუსეთსა და უკრაინას შორის შავ ზღვაში “ძალის გამოყენების აღმოფხვრაზე” შეთანხმება გამოაცხადა.

შეხვედრაზე საუბარი იქნება შავ ზღვაში პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მშვიდობის შენარჩუნებაზე.

მოსალოდნელია, რომ შეხვედრას სხვა ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლებიც დაესწრებიან, თუმცა კონკრეტული მონაწილეების შესახებ დეტალები ჯერ არ გამჟღავნებულა.

“უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ყოვლისმომცველ ომში, თურქეთი თავს პოტენციურ შუამავლად ასახელებს. შავი ზღვის რეგიონში თავისი სტრატეგიული პოზიციისა და გავლენის გამოყენებით, თურქეთმა ხელი შეუწყო მოლაპარაკებებს, მარცვლეულის ექსპორტს და გამოხატა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგში”,- წერს თურქული მედია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები