„პრემიერმა ბიუჯეტის ირგვლივ დაპირისპირება არ დაუშვა “

სამინისტროების მიერ ბიუჯეტის გაზრდის მოთხოვნის საკითხს, საინფორმაციო – ანლიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „ეკონომიკური განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი რომან გოცირიძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საქართველოს პრემიერმა ბიუჯეტის ირგვლივ დაპირისპირება დროულად აღკვეთა.
„ პრემიერის განცხადება, რომ სამინისტროებს მათი მოთხოვნის შესაბამისად ვერ გაეზრდებოდათ ბიუჯეტი, ძალიან სწორი და დროული იყო. მან სამინისტროების მოთხოვნების შემდეგ მომენტალურად გააკეთა განცხადება, რომ სტარტი არ მიეცა მთავრობის დაპირისპირებისთვის მთავრობისავე ბიუჯეტის მიმართ. ეს იყო პრევენციული და სწორი განცხადება. რამდენად გაუძლებს მთავრობა პარლამენტში ამ კანონის კორექტირებას, ეს სხვა საკითხია. ფაქტია, რომ ბიუჯეტში საკმაოდ ოპტიმალური პარამეტრებია ჩადებული“,- აღნიშნა რომან გოცირიძემ.
გოცირიძის თქმითვე, ბიუჯეტი, ზომიერად, ფრთხილად და ოპტიმალურადაა დაგეგმილი. მიმდინარე წლის ხარჯვითი ნაწილი 9, 1 მილიარდი ლარი, მომავალი წლის ბიუჯეტი კი 9,3 მილიარდი ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები