ტრამპის თქმით, სუმიზე თავდასხმის შემდეგ მას უთხრეს, რომ შეცდომა დაუშვეს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის მიერ 13 აპრილს უკრაინის ქალაქ სუმიზე მიტანილ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა.

ტრამპის განცხადებით, რუსეთის მიერ დაბომბვა შეცდომა იყო. მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვინ უთხრა მას შეცდომის შესახებ.

მისივე თქმით, ეს ომი სირცხვილია.

“ვფიქრობ, რომ ეს საშინელი რამ იყო. მითხრეს, რომ შეცდომა დაუშვეს, შეგიძლიათ, მათაც ჰკითხოთ. თუმცა, ფაქტია, ეს საშინელი რამ არის. ამ ომის დაწყება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა”, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ქვეყნის ლიდერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა საკუთარი წარსული განცხადება, რომ მისი პრეზიდენტობის დროს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს არ დაიწყებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები