დევნილთა საცხოვრებელში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ვაგზლის ტერიტორიაზე, თევდორე მღვდლის 13 ნომერში ლტოლვილთა საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია – ამის შესახებ „კვირას“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
შემთხვევის ადგილზე 29 სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული და ხანძრის კერებს ამ დრომდე აქრობენ. ადგილზე მუშაობს საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
დევნილთა საცხოვრებელ სახლში 22 ოჯახი ცხოვრობს. როგორც ადგილობრივმა მაცხოვრებლები აცხადებენ, მესამე სართულზე მცხოვრები 22 ოჯახიდან უმეტესობას სახლი დაეწვა და დაზარალდა.
მათივე განცხადებით, ერთ-ერთ ოჯახში მესამე სართულზე რომელიც, სავარაუდოდ, ჟვანიების ბინაა, ცეცხლი გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები