ირაკლი კობახიძე – რომ არა ის დაკვეთა, რომელიც მიიღო სააკაშვილის რეჟიმმა და შეასრულა, ბუნებრივია, არ იქნებოდა არც ომი და არც მსხვერპლი, ზუსტად ამაზე გაამახვილა ყურადღება თეა წულუკიანმა

“როდესაც თეა წულუკიანი საუბრობს იმაზე, რომ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან არიდება ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შესაძლებელი იყო ჩვენი გმირები დღეს ყოფილიყვნენ ცოცხლები და ეზრუნათ საკუთარ ოჯახებზე, ეს არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ანტალიაში განუცხადა.

მისივე თქმით, ყველამ იცის, რომ ამ ომის არათუ თავიდან აცილება შეიძლებოდა, არამედ ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაც შემდეგ თავადვე აღიარეს.

„რეალურად, ქალბატონმა თეამ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება. ყველამ ვიცით ძალიან კარგად, რომ ამ ომის არათუ თავიდან აცილება შეიძლებოდა, არამედ ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაზეც შემდეგ ხელი მოაწერეს, თავადვე აღიარეს. შესაბამისად, როდესაც თეა წულუკიანი საუბრობს იმაზე, რომ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან არიდება ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შესაძლებელი იყო ჩვენი გმირები დღეს ყოფილიყვნენ ცოცხლები და ეზრუნათ საკუთარ ოჯახებზე, ეს არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია, ეს არის იმ ობიექტური მოცემულობის გახმოვანება, რომელთანაც გვაქვს ჩვენ საქმე. რომ არა ის დაკვეთა, რომელიც მიიღო სააკაშვილის რეჟიმმა და შეასრულა, ბუნებრივია, არ იქნებოდა არც ომი და არ იქნებოდა არც მსხვერპლი, ზუსტად ამაზე გაამახვილა ყურადღება თეა წულუკიანმა. აბსოლუტურად ნათელი და ცხადია ყველაფერი,”- აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები