კომერციული ბანკებიდან აღებული სესხებისთვის რომან გოცირიძე მთავრობას აკრიტიკებს

„სახელმწიფო კომერციულ სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნებას ხელს უწყობს“, – აღნიშნული განცხადება „ეკონომიკური განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ საინფორმაციო – ანლიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. საშინაო ვალის ზრდის გამო რომან გოცირიძემ მთავრობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ 2 წლის განმავლობაში კომერციული ბანკებიდან აღებული სესხი 1 მილიარდს აღწევს, რაც მაღალ საპროცენტო განაკვეთს განაპირობებს: „შარშან მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 600 მილიონი ლარი ისესხა, მომავალში კიდევ 400 მილიონის სესხად აღებას გეგმავს. 2 წლის განმავლობაში კი მთავრობამ სახაზინო ვალდებულებებისა და ემისიის გზით საქართველოს კომერციულ ბანკებს ერთი მილიარდი ლარი გამართვა. ამ გზით სასესხო ბაზარზე მთავრობა ბიზნესის პირდაპირი კონკურენტი გახდა და უფრო მეტიც, ხელს უწყობს კომერციულ სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნებას“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ. გოცირიძის განმარტებით, ბიუჯეტიდან მთავრობის მიერ აღებული ვალის პროცენტის დაფარვაზე იმდენი იხარჯება, რამდენიც უმაღლესი განათლების სფეროს დაფინანსებას ეყოფოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები